www.angel.ge- მოდის სამყარო ინტერნეტ - სივრცეში

четверг, 26 мая 2011 г.

მოდა და ხელოვნება- ორივე კატეგორია დღესდღეისობით ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მრავალი ბლოგი თუ საიტი სწორედ ამ კატეგორიების გარშემო ერთიანდება და დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩემი ბლოგის პირველ პოსტს სწორედ ამ თემას მივუძღვნი და ვისაუბრებ ქართულ ინტერნეტპორტალზე, რომელმაც მრავალი თინეიჯერის მოწონება დაიმსახურა.. ალბათ ყველანი ხვდებით, რომ საუბარია www.angel.ge-ზე, მაშ ასე:

უპირველს ყოვლისა გესაუბრებით საიტის შექმნის იდეაზე, როგორც მე ვიცი საიტი მარი ქაცარავას იდეის წყალობით შეიქმნა, ახალგაზრდა თინეიჯერს რაიმე ახლის გაკეთების სურვილმა უბიჭძგა ამ ნაბიჯისკენ, მან დახმარებისთვის თავის მეგობარს ნინიკოს მიმართა და ერთად შექმნეს საიტი.. საიტი სწორედ მათ ეკუთვნის და მართვაში ტექნიკურად მარის ძმა დიტო ქაცარავა ეხმარება!
2008 წლიდან დღემდე საიტმა დიდი გზა გაიარა და საბოლოოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. საიტზე უამრავი კატეგორია არის და გარდა მოდისა, აქ საუბარია მუსიკაზე, ფილმებზე, ტურიზმზე და რაც მთავარია რელიგიაზე, სწორედ ამიტომ მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ენჯელი დღეს არის ერთადერთი მოდური საიტი, რომელიც საუბრობს რელიგიაზეც კი, ეს კი უდაოდ დასაფასებელია!
კიდევ ერთი მთავარი მიზეზი საიტის წარმარტებისა არის დიზაინი, რომელიც იასამნისფერშია გადაწყვეტილია, ვფიქრობ, ეს შტრიხი კიდევ უფრო მოდურს და მოთხოვნადს ქმნის საიტს. საიტის რეიტინგზე კიდევ ჩემი აზრით კიდევ ერთი ფაქტორი ახდენს გავლენას და ეს არის სტატიები, რომელზედაც მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდები მუშაობენ, თითოეულ კატეგორიას თავისი მთავარი სახე ჰყავს და უდაოდ ლიდერია კონკრეტულად კატეგორიაში. პირადად მეც მყავს რჩეულები გამოვარჩევდი nini=]],nanuka,unfortunate,saal-sanzona-ს და სხვა ენჯელებს თუ წევრებს( ეს პირადად ჩემი აზრია)
ყველაზე დიდი მოწონება მამაკაცის მოდამ დაიმსახურა პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, რომ მსგავი ნიუსებით ( რომლებიც იქნება მამაკაცურ თემებზე) ბევრად მეტ ადამიანს მიიზიდავს და სიატს კიდევ უფრო წარმატებულს გახდის!
საიტის უარყოფით მხარედ მიმაჩნია კომენატრები, რომლებიც საიზტე იდება, ხშირად მართლაც ძალიან დიდ შურს ვხვდებით, ეს ფაქტი მიუღებელია. ასევე ერთმანეთის ლანძღვა გინება, რაც ვფიქრობ ორმაგად დაუშვებელია. ნათქვამია" გიყვარს მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი"
ასეა თუ ისე საერთო ჯამში ენჯელი არის საიტი, რომელშიც მრავალ საინტერესოს გაიგებთ, ეზიარებით მოდის სამყაროს, გაიგებთ სიახლეებს თქვენი კუმირების შესახებ და უბრალოდ გაიჩენთ მეგობრებს, ვფიქრობ, რომ ეს  მცირე მიზეზებიც კი საკმარისია, რომ ეწვიოთ ამ საიტს და იგრძნოთ ქართული სულისკვეთება მოდის დიდ სამყაროში...
ეს იყო და ეს, ვფიქრობ, რომ ჩემი ბლოგის პირველი თემა სწორად შევარჩიე.. : ) იმედია მოგეწონათ :):):):) 

0 коммент.:

Отправить комментарий

 

Общее·количество·просмотров·страницы

Facebook

 

© 2010 all about us