ნიჭიერი 2011

пятница, 27 мая 2011 г.
ამ პოსტის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ნიჭიერის საიტზე მეხუთე ნახევარფინალის შედეგები ვნახე.. მოდით ჩემ აზრს წარმოგიდგენთ წლევანდელ სეზონზე და მეხუთე კვირის ნახევარფინალისტებზე


მეგა პროექტი სწორედ ასე ეძახიან პროექტ " ნიჭიერს" და სწორედ ასეთად მივიჩნევდი მეც, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დამაეჭვა ჩვენი ქვეყნის არჩევანის უნარჩი, რასაკვირველია ყველას თავისი არჩევანი აქვს, თუმცა ფაქტია ნამდვილი "ნიჭიერი" ადამიანები პროექტს მიღმა რჩებიან, მაგალითისთვის მარიამ აკობიას მოგიყვანთ, რომელმაც პირადად მე გამაოცა თავისი ვოკალით, გოგონა საოცარი ხმით პროექტს მიღმა აღმოჩნდა!
ამ პოსტი შემქნის იდეა, კი მას შემდეგ მომივიდა, რაც პროექტის საიტს ვეწვია და ლიდერი დავინახე. "აბობოქრებულ ზღვაში გატარებ"- ვინ იფიქრებდა, თუ ამ სიმღერის ავტორი ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა პროექტისა, არცთუ დახვეწილი ვოკალი და პლასტიკა, თურმე საკმარისი ყოფილა წარმატების მისაღწევად, მთავარია ხალხმა გაიცინოს და პუბლიკაც მიზიდულია
მოდით ახლა ჩემ აზრს წარმოგიდგენთ ნიჭიერის ბოლო ნახევარფინალისტებზე..
დაკი -91001
ნიჭიერი ქართველი დონალდ დაკის ხმით და არაჩვეულებრივი პლასტიკით, მისი ნიწი მართლაც დასაფასებელია, ვფიქრობ, მისი პლასტიკა საქართველოს ფარგლებს გარეთაც ძალიან წარმატებული იქნება.. მე კი დავეთანხმები ჟიურის გადაწყვეტილებას ის ნამდვილად იყო ნახევარფინალის ღირსი..!
მოცეკვავეები:
Ann`s friends - ამ გოგონათა ჯგუფმა მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურაა!!
ანსამბლი ალილო - პატარა ბავშვების ნიჭიერებამ ბევრის გული დაიპყო და დიდი მოწონება დაიმსახურა, სამწუხაროდ მათი რეიტინგი დაბალია!
ხვიჩა ჭიჭიაშვილი - ამ ახალგაზრდა ბიჭმა მართლაც ყველა გააოცა თავისი ნიჭით. ეს იყო ნიწი პროფესიონალურ დონეზე
ნინია როხვაძე- პირადად მე გოგონას პლასტიკამ მომხიბლა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, არ ვიცი გადავა თუ არა ის ფინალში, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ
Rap Rise- ქართველი რეპერები, რომელთაც შეძლეს ნახევარფინალის საგზურის მოპოვება. ზოგადად ქართულ რეპზე საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება მაქვს, თუმცა კონკრეტულად ამ ჯგუფზე ცუდს ვერ ვიტყვი
მომღერალი ვანო ფიფია - პატარა ბიჭის ისტორიამ შეძრა მთელი საქართველო და მათ შორის მეც. მისმა ისტორიამ მის რეიიტნგზე დადებითად იმოქმედა და პატარა ბიჭი ბევრმა შეიყვარა, თუმცა გარდა ამისა მას ძალიან კარგი ვოკალი აქვს და ალბათ ეს არის მთავარი!
სოსო ნარიმანიძე- მისი რეიიტნგი საკმაოდ მაღალია და ერთ-ერთ რეალურ კანდიდატათ ითვლება ფინალში მოხვედრისა, პირადად მე უნდა ავღნიშნო, რომ მისი სიმღერა არ მომეწონა, ვფიქრობ, მისი ფინალში გადასვლა პროექტის პრესტიჯს შელახავს...
ახლა კი იმ ორ ნომერზე, რომლებმაც ჩემი კეთილ განწყობა ყველაზე მეტად დაიმსახურეს!
მატრიცული ფანტონიმა- არაჩვეულებრივი ნომერი და გაფორმება, პირადად ჩემზე მათმა გამოსვლამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და დარბაზში ჯდომს ფეხზე წამომაყენა, ძალიან მინდა მათი ფინალში ხილვა!
ჩემი მეორე ფავორიტი ნუცა ბუზალაძეა!ვფიქრობ, რომ გოგონას ბევრად მაღალი რეიიტნგი ექნებოდა, თუ მის ნამღერს ბოლომდე აჩვენებდნენ, დარბაზში მჯდომს, ჩემი ყურადღება უმალ მიიპყრო, ლეგენდალური ქრისტინა აგილერას სიმღერა უმაღლეს დონეზე შეასრულა და დარბაზში მყოფი ხალხი ფეხზე წამოაყენა, აღფრთოვანებას ვერც ჟიური მალავდა, თუმცა საბოლოოდ გოგონა "ჩამოჭრეს"

ასეა, თუ ისე იმედია ამ ნახევარფინალში მაინც იქნება სწორი გადაწყვეტილება.. წინა ნახევარფინალში, რომ არა საქართველოს ბანკი მომღერალი თეონა კოროშინაძე იჩაგრებოდა და ეს დაუშვებელია!
მოგიწოდებთ აირჩიოთ ნიჭი და არა უბრალო გასართობი!!
ნიჭიერს მე ორშაბათს დავუბრუნდები!


0 коммент.:

Отправить комментарий

 

Общее·количество·просмотров·страницы

Facebook

 

© 2010 all about us