გოგონა გარეუბნიდან

пятница, 27 мая 2011 г.
Ugly betty - პირადად მე ამ ამაერიკული ტელესერიალის მაყურებელი ვარ და ძალიან მომწონს. დაახლოებით 1 წლის წინ გავიგე, რომ აპირებდნენ სერიალის ქართული რიმეიქის გადაღებას და ცოტა არ იყოს აღვშფოთდი, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.. მინდა ორიოდე სიტყვით გამოვხატო ჩემი აზრი ტელესერიალ "გოგონა გარუბნიდან"-ზე

სერიალში მოვლენები, მართლაც საინტერესოდ ვითარდება და შემიზლია თამამად ვთქვა, რომ ტელესერიალი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულია ქართულ ტელე სივრცეში..
მატი ტერმინები უმალ შემოიღეს, ქუჩაში გასულს ხშირად შევხვდებით სიტყვებს : "ვიცოდი,ვიცოდი, ვიცოდი"-დიახ დიახ ანჩო ბურდული, მართლაც სუპერ პოპულარულია საქართველოში. გარდა ამისა პირველად ჩემ ცხოვრებაში შემიძლია ქართველი მსახიობი მოვიწონო და ეს რუსკა მაყაშვილია.. აღსანიშნავია სხვადასხვა შტრიხები, მაგალითად ირინკა ანჩოს და მართლაც ძალიან გავს რუსკა მაყაშვილს, თუმცა ის მისი რეალური და არ არის, მისი მიმიკები და ქცევები რეალურის და მსახიობური ოსტატობის შედეგია!
თამუნა- მისი გმირი მართლაც ძალიან საინტერესოა, ვერ ვიტყვით,რომ "მახინჯი" სულაც არა, ვფიქრობ, რომ თინა მახარაძე, ყველაზე ლამაზია უშნო ბეტებს შორის : )))
საერთო ჯამში ტელესერიალი, ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია კარგად არის გადაღებულია, თითოეული დეტალი გადამღებთა ჯგუფის ოსტატობას მიუგებს...!
უყურეთ ტელესერიალს ყოველ პარასკევს 22:00-საათზე, ტელეკომპანია იმედია ეთერში..! :)

0 коммент.:

Отправить комментарий

 

Общее·количество·просмотров·страницы

Facebook

 

© 2010 all about us