ნიჭიერი ?!

понедельник, 30 мая 2011 г.
როგორც დაგპირდით, მე ვაგრძელებ ნიჭიერის განხილვას, დღეს გუშინდელი ბოლო ნახევარფინალის კონკურსანტებს შევაფასებ, ჩემი აზრით.. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ ძლიერი ათეული იყო, ვფიქრობ, ამ ათეულში მოახვედრეს ყველაზე ძლიერი კონკურსანტები, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რამოდოდენიმე ნიჭიერი ადამიანი, კონკურსს მიღმა დარჩა..!



ნიჭიერის ბოლო ნახევარფინალი მართლაც ძალიან დაძაბული და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა..
პირველი მაყურებლის წინაშე დაკი წარსდგა!
არაჩვეულებრივი პლასტიკა და გაფორმება, დიდი პროფესიონალიზმი და  გაოცებული მაყურებელი დაკის გამოსვლა, მათლაც შესანიშნავი იყო, მან ყველაა სასიამუვნოდ გააოცა.( ის საქართველოს ბანკის რჩეული გახდა)
Rap Rise - რეპერები აჭარიდან, მათი ჩვენება ერთი შეხედვით სახალისო და საინტერესო იყო, მათ შეძლეს და მოაწონეს, მაყურებელსა და ჟიურის თავი, თუმცა ისინი ფინალში ვერ გადავიდნენ, გარდა ამისა ვერც იმას ვიტვით, რომ ეს ის არის რაც სცენას აკლია
ნინია როხვაძე,პატარა ლარი გოგონა თუ უბრალოდ ავატარი? მან თავბრუდამხვევი სანახაობა წარუდგინა მაყურებელს, ჟიურის დიდი მოწონება და ხალხის არიარება, ეს ის არის რითიც პატარა გოგონა უნდა დაკმაყოფილდეს..! ის ფინალს მიღმააა
ჯგუფი ალილო - უსაყვარლესი პატარები შთამბეჭდავი ცეკვით, სამწუხაროდ მათ ვერ შეზლეს ბაღის გამგისა ძიძის გახარება, თუმცა ხალხისა და ჟიურის  მოწონება კი დაიმსახურეს..! ისინი ფინალს მიღმა არმოჩნდნენ
ხვიჩა ჭიჭიაშვილმა, მაყურებელს მეორე თავი წარუდგინა, მისმა ნომერმა მაყურებლის დიდი გაოცება გამოწვია, მისმა ნიჭმა ყველა გააოგნა, არაჩვეულებრივი პლასტიკა- ეს მართლაც დასაფასებელია, თუმცა ყველა ხომ ვერ გადავა ფინალში!..! ხვიჩა ფინალს მიღმა აღმოჩნდა..!
ann`s friends მრავალფეროვანი კოსტუმები, კარგი გაფორმება და გამრჯვების სურვილი, მათ შეძლებელი შეძლეს და ყველა გააოცეს, მათი მონდომება დასაფასებელი და ყურად საგდებია, ეს თავად ჟიურიმაც აღნიშნა...! სამწუხაროდ ისინი ფინალს დააკლდებიან!
ახლა ყველაზე ძლიერი ოთხეული..! სოსო ნარიმანიძე, ვანო ფიფია, ნუცა ბუზალაძე და ჯგუფი "ფანტომი", მოდით შევაფასებ მათ ჩემი აზრით..
სოსო ნარიმანიძე - იყო კი ეს საფილარმონიე გამოსვლა?! არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ნოემრი არ მომეწონა, ეს არი იყო სიმღერა ეს იყო დადგმული "მასხრობა" რომელიც შექმნილი იყო რეიიტნგისთვის, დიახ სოსოს მართლაც დიდი რეიტინგი აქვს, მან მაყურებლის გაჩუმებაც კი შეძლო და საკმაოდ თავდაჯერებული იყო , ის აღარ გავდა იმ ალალ კაცს, რომელიც პიორველ ტურში ვიხილეთ.. საერთო ჯამში ჟიური ეს სიმღერა დადებითად შეაფასა, თუმცა რატომ ჩემთვის უცნობია!
ვანო ფიფია- დიდი ემოცია, ბევრი ცრემლი და ფეხზე დამდგარი მაყურებელი.. ვანო ფიფიას გამოსვლა მართლაც ძალიან კარგი იყო, მას ნამდვილად აქვს უნარი იმღეროს ხალხური სიმღერა, თუმცა მე ადამიანის სმენას მარტო ხალხური სიმღერით არ ვსაზღვრავ.. მან ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ვიქნები ობიექტური და ვიტყვი, რომ მისი ფინალისტობის ნამდვილი მიზეზი სიბრალულია, მისმა ისტორიამ ნამდვილად თითოეული ჩვენგანი შეზრა.. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არამგონია ის რომ სრულებით ჯამრთელი ყოფილიყო და ასე ემღერა მაყურებლის მოწონება დაემსახურა, სწორედ ამიტომ ნუ შემედავებით!!!! ეს იყო სიბრარულისა და "ნიჭიერების" ნაზავი!!!
ნუცა ბუზალაძე- მე თავიდანვე ვთქვი, რომ მისი ფინალისტობის შანსბეი ძალიან მცირე იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელმა ვერ ნახა მისი ნიჭი, სამწუხაროდ ის "ჩამოჭრეს", ამის მიუხედავად მან ნახევარფინალში კარგად იმღერა და დიდი ნერვიულობის მიუხედავად ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, სრულებით დამასახურებულად.. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ის ფატქი, რომ ნიჭიერის ფეისბუკის გევრდზე მასზე ძალიან ცოტას წერდნენ, თუ კი სხვა კონკურსანტების გამოსვლის შემდეგ ფოტოსაც დებდნენ ეს არ მოხდა ნუცას შემთხვევაში, ერთ-ერთმა ავტორმა თავიდანვე გამოთქვა, ნუცას მიმართ უარყოფიტი განწყობა პოსტის განწყობაში, მიზეზად კი ნუცას ფანები დაასახელა, ეს ყველაფერი როდია, ნუცას გამოსვლის შესახებ პოსტი დაგვიანებით დაიდო :) რაც არის არის, ნუცა ჩემი არავინაა, თუმცა მისმა ნამღერმა მართლა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...
ფანტომი- ეს იყო შოუ, რომლის დვაიწყებაც შეუძლებელია, ეს იყო კატეგორია, რომლეიც აქამდე ჩვენ პატარა ქვეყანაში არ გაუგიათ, ისინი მარტლაც ძალიან ნიჭიერები არიან და ეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს ყველას...! აღფრთოვანებული ჟიური და ფეხზე დამგარი დამსწრე საზოგადოება, გაოცებული მაყურებელი, რომელიც ტელეეკრანს არ მოშორებია, რაღა შემიზლია ვთქვა, ეს იყო ნიჭის ზეიმი...!
მაყურებლის ხმათა 49,5 % პირველი ფინალსიტი პატარა ვანო ფიფია გახდა, ჟიურიმ არჩევანი ფანტომზე შეაჩერა, ხოლო საქართველოს ბანკმა დაკი აირჩია!!
მომავალ კვირას ნიჭიერის ფინალში გამოვლენ:

  1. ნატალი ვეფხვაძე ( სიმარტლე გითხრათ მისი ნახევარფინალის შესრულება არ მომეწონა)
  2. აკრო სტაილი ( სრულიად დამსახურებულად)
  3. მარი ტომარაძე ( არაჩვეულებრივი გოგონა უძლიერესი ხმით)
  4. ნიკა და ქეთი( პირადად მე სხვა კონკურსანტს ავირჩევდი)
  5. კათარზისების დუეტი ( დღემდე არ მესმის რატომ?!)
  6. დათიკაშვილების ოჯახი ( ნიჭიერები )
  7. სანდრო ცისკაძე ( მართლაც შთამბეჭდავი შოუს ავტორი)
  8. კარატისტა ჯგუფი წმინდა გიორგი (უდადოდ ღირსეული კონკურსანტები)
  9. ვანო ფიფია
  10. ფანტომი
ვფიქრობ საქართველოს ბანკის კონკურსში თეონა კოროშინაძე გაიმარჯვებს და ეს იქნება სრულიად დამსახურებული.. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემთვის იდეალურ ფინალისტებს
  1. ნატალი ვეფვაძის მაგიერ მარი აკობია
  2. აკრო სტაილი
  3. მარი ტომარაძე
  4. ნიკა და ქეთის მაგივრად  ნუცა ბუზალაძე
  5. კათარზისების დუეტის მაგივრად ნადი ზახარიანი
  6. დათიკაშვილების ოჯახი
  7. სანდრო ცისკაძე 
  8. კარატისტა ჯგუფი წმინდა გიორგი
  9. ვანო ფიფია
  10. ფანტომი
  11. თეონა კოროშინაძე
რას ფიქრობთ თქვენ?!







0 коммент.:

Отправить комментарий

 

Общее·количество·просмотров·страницы

Facebook

 

© 2010 all about us